LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეშმაკები თავში მირტყამდნენ” – შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული

997
gamyrelize-omar

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.

სასამართლო სხდომაზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

“ეშმაკები მყავდა, ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღააცებს. მე არ გავსამართლდები. არ მინდა გასამართლება. მე იმდენი უბედურება მაქვს გადატანილი, რა უნდა მომისაჯონ. არ მომიკლავს არავინ. შემახვედრონ პირისპირ იმ ადამიანებს და პოლიციელებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იარაღს ვისროდი და ხალხს ვხოცავდი“, – განაცხადა ომარ გამყრელიძემ.

პროცესის დაწყებისას ბრალდებულმა განაცხადა,რომ მოსამართლე თამარ კაპანაძის მიმართ უნდობლობა ჰქონდა და მისი აცილება მოითხოვა. ბრალდებულის შუამდომლობა აცილებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ომარ გამყრელიძე ბრალდებულია შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში, ასევე, მეუღლის დაჭრაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები