LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ს შეცდომა არ დაუშვია – ნათია მეზვრიშვილი

210
ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ს შეცდომა არ დაუშვია.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირები, ვინც ეტაპზე არიან დაკავებული, სამართალდამცავებმა შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

„პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და ვინც გაჩნდა ბრალდებული იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც შსს-ს ჰქონდა, ამის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივაწოდეთ. შემდგომში გავავრცელეთ სხვა ინფორმაცია, რომ გაჩნდა კითხვები სხვა იარაღთან დაკავშირებით. თუკი კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება, ამაზეც დაუყოვნებლივ მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები