LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამარ ჩარკვიანს ნათია მეზვრიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არაფერი უნდა უთხრას! სირცხვილია! მე რომ ქუჩაში ვიდექი, ადეიშვილის პროკურორი იყო“ – თაკო ჩარკვიანი

159
Untitled design (6)

„თამარ ჩარკვიანს ნათია მეზვრიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არაფერი უნდა უთხრას! სირცხვილია! ადეიშვილის პროკურორი იყო“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, კითხვის პასუხად განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ „ღია კარში“ გაერთიანების მიზნით რატომ არავინ შევიდა გიორგი ვაშაძის გარდა.

თაკო ჩარკვიანმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიდგომა გააკრიტიკა და თქვა, რომ „არ ჰგონია მასზე უფრო მაგარი ოპოზიცია იყოს რომელიმე გახარიას პარტიაში მყოფი ადამიანი“.

„თამარ ჩარკვიანს ნათია მეზვრიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არაფერი უნდა უთხრას! სირცხვილია! ადეიშვილის პროკურორი იყო. მე რომ ქუჩაში ვიდექი, პროკურორი იყო. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მათ ხომ არ შეიძლება ისაუბრონ, არაა! ამიტომ დავიწყე საუბარი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ფრთაა მისული. ლაშა ფარულავას რამე ბრალი აქვს ოდესმე? ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს? გიორგი ვაშაძეს რაიმე ბრალი აქვს სადმე?“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციას ბევრი აქვს სამუშაო და თუ მას ხელისუფლების შეცვლა სურს, საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების მიუხედავად უნდა გაერთიანდეს.

„ძალიან სერიოზული სამუშაოა ოპოზიციურ ფლანგზე. მე ამაზე დიდი ხანია ვესაუბრები ყველას. გავიგე, რომ ერთმანეთი ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ თუკი ჩვენ ძალიან მწვავედ და სერიოზულად ვუდგებით იმას, რომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, მაშინ უნდა გაერთიანდეს. ერთი რაღაც ეს არის მყარი დასავლური კურსი, რის გამოც შენ უნდა გაერთიანდე“,- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები