LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი – გახარია პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და მოხსნა – ნათია მეზვრიშვილი

810
ფორტუნა - 2023-09-19T221447.175

პოლიციელი, დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო, შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქვეყანა 2017 წლამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდა, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა.

საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა.

ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა, ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო“, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების…

Posted by Natia Mezvrishvili on Tuesday, September 19, 2023

 

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები