LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელმაც დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია – გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო

1073
პოილიცე

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩო კვარაცხელია აცხადებს, „სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე ამ წუთას ყველა საჭირო გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით.”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, „შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები“.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ყველა ფაქტის შესწავლის შემდეგ მიეწოდება.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები