თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.
არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დეტალებს „ფორტუნა“ შსს-ში არკვევს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.