LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მკვლელობა თბილისში

მკვლელობა თბილისში

„ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა“ – პროკურატურა

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა – სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს გა­ი­მარ­თე­ბა

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­ი­მარ­თე­ბა. სასამართლო პროცესზე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე უნდა იმსჯელონ.

„ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო“ – აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

„12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“ - აცხადებენ უწყებაში.

„ბრალდებულმა ცოლ-ქმარს ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა“ – რა დეტალები ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

11 ნოემბერს, თბილისში, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.