LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

668
fot (3)

შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მამაკაცი, რომელმაც დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია – გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გვიან ღამით  მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოპულარულები