LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი რომ „დანაშაულებს ჩადიოდა“, ამ დროს ნათია მეზვრიშვილს ადეიშვილის უწყებაში რა უნდოდა? რატომ არ დატოვა პროკურატურა „იმედში“ შევარდნის გამო“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

430
ნანუკა ჟორჟოლიანი

12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილება არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე საზოგადოებაში.

მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:

„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი“, – დაწერა ნათია მეზვრიშვილმა.

სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი.

Posted by Natia Mezvrishvili on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025

მოგვიანებით, ნათია მეზვრიშვილის აღნიშნულ პოსტს, ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მესამე პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა სამარცხვინოა და ამას ვინც არ ამბობს, ვერც თავად მიიღებს სამართლიან მართლმსაჯულებას… თემურ ჯანაშია, მიხარია რომ ადამიანად დარჩი ბოლომდე“

„არ მჯერა, რომ კომენტარებს მიშლის. ამიტომ აქ ვუპასუხებ.

მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20 ივნისისთვის.

ნათია მეზვრიშვილი ადეიშვილის პროკურატურის კადრია. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქალაქის პროკურატურაში, რომელიც მაშინდელი ბრალდებებით პოლიტიზირებული იყო.

რატომ არ დატოვა ადეიშვილის პროკურატურა თუნდაც იმედში შევარდნის გამო?! ანუ სააკაშვილი რომ „დანაშაულებს ჩადიოდა“ ამ დროს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში სადაც 2012 წლის ბოლო დღემდე იყო.

ცალმხრივი პარტნიორობა, თუნდაც ეს იყოს დროებითი არ არსებობს მეგობრებო! და არც იარსებებს!“, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

არ მჯერა რომ კომენტარებს მიშლის😂 ამიტომ აქ ვუპასუხებ. მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g