LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელ მოხალისეებს ებოლას ვაქცინა გაუკეთეს

83

 

ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ესპანეთში მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში 40 მოხალისეზე გამოსცადეს. ეს ევროკავშირში ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი შემთხვევა იყო.

მანამდე კი პრეპარატი გვინეაში 4 000 ადამიანს გაუკეთეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქიმით, ცდამ 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

„ვაქცინა იქნება ეფექტური, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი დოზა  და მისი გამოყენება ადგილზევე იქნება შესაძლებელი. ვაქცინა ახალ ეპიდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება,“ – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მოხალისეები, ვინც ვაქცინის საკუთარ თავზე გამოცდის სურვილი გამოთქვა, ექიმები არიან. ერთ-ერთი მათგანი საკუთარ შეგრძნებებზე ჰყვება :

„ტემპერატურამ37,9 გრადუსამდე ამიწია. შემდეგ კი ისევე სწრაფად დაეცა, როგორც აიწია“.

ებოლა ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. გასული წლის თებერვალში ეპიდემია იყო გვინეაში, შემდეგ სიერა-ლეონესა და ლიბერიაში.

ეპიდემიას 11 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g