ესპანეთმა უეფას კოეფიციენტების ცხრილში რეკორდი მოხსნა.
პირენეელებმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესეს.
ევროპალიგის ნახევარფინალების შემდეგ ესპანეთმა 23 357 ბალი მოაგროვა, რაც ახალი რეკორდია. წინა საუკეთესო შედეგი – 23 000 – ასევე ესპანეთს ეკუთვნოდა და 2013/14 წლების სეზონზე მოდიოდა.
სარეკორდო ქულები ესპანეთს ”სევილიამ” მოუტანა, რომელმაც ევროპალიგაზე ”შახტარს” აჯობა და ფინალში გავიდა. ესპანური კლუბები ჯამურ კოეფიციენტს კიდევ გააუმჯობესებენ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული კლუბები – ”რეალი” და ”ატლეტიკო” ითამაშებენ და შესაბამისად გამარჯვებულიც უთუოდ ესპანური გუნდი გახდება.