ესპანეთი და პორტუგალია იმ ქვეყნების ათეულში მოხვდნენ, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ. საინტერესო რეიტინგი InterNations Expat Insider-მა გამოაქვეყნა.
ესპანეთმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, პირველობა კი მექსიკას დაუთმო. ის უცხოელებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი კლიმატისა და კულტურული ცხოვრების დამსახურებით გახდა. გარდა ამისა, მაღალი ქულით შეფასდა საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და ადგილობრივთა კეთილგანწყობა, ასევე სპორტით დაკავების შესაძლებლობა. ესპანეთის სუსტ მხარეებად – ბიუროკრატია და შეზღუდული კარიერული პერსპექტივები დასახელდა.
პორტუგალიამ მაღალი შეფასება კომფორტული ცხოვრების, განვითარებული კულტურული ცხოვრების, კლიმატის და დაბალი ფასებისთვის მიიღო. თუმცა, დასაქმების შესაძლებლობა და ანაზღაურება პორტუგალიაში ბევრად უარესად შეფასდა ვიდრე ესპანეთში.
10 საუკეთესო ქვეყანა უცხოელებისთვის:
მექსიკა
ესპანეთი
პანამა
მალაიზია
ტაივანი
ტაილანდი
კოსტა-რიკა
ფილიპინები
ბაჰრეინი
პორტუგალია