LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს ვიზებს მისცემს

53
567567

ესპანეთს სურს, რომ დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის ვიზა შემოიღოს.

ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სახლიდან მუშაობს და ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთის რეზიდენტი არ ყოფილა, ამ ვიზის მიღებას შეძლებს. Euronews-ის ინფორმაციით, სიახლე ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებაა.

ვიზას თავდაპირველად ერთი წლის ვადით, შემდეგ გახანგრძლივების პირობით გასცემენ. თუკი კანონს პარლამენტი დაამტკიცებს, ახალი ტიპის ვიზის აღება 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ასე რომ, თუკი ესპანეთში ცხოვრება ყოველთვის გინდოდათ, ეს შანსი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები