LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში კაფეების ტერასებსა და პლაჟებზე მოწევისთვის 600 ევროთი დაგაჯარიმებენ

106
ქირიას NEWS შაბლონი (5)

ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც სიგარეტის მოწევისა და ვეიპების გამოყენების აკრძალვას მნიშვნელოვნად აფართოებს. თუ ინიციატივას პარლამენტიც დაუჭერს მხარს, მოწევა აიკრძალება კაფეებისა და რესტორნების ღია ტერასებზე, ზღვისა და მდინარის პლაჟებზე, ღია საცურაო აუზებთან, სპორტულ ობიექტებზე, ეროვნულ პარკებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში.

ახალი წესები ტრადიციულ სიგარეტებთან ერთად ელექტრონულ სიგარეტებს, ვეიპებს, ნიკოტინის პაკეტებსა და ჩილიმსაც შეეხება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი შენობების, სკოლების, უნივერსიტეტების, საავადმყოფოების, მუზეუმებისა და საბავშვო მოედნების შესასვლელებიდან 15-მეტრიან რადიუსში შეიქმნება ზონები, სადაც მოწევა სრულად აიკრძალება.

კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები 200-დან 600 ევრომდე იქნება მსუბუქი დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის აკრძალულ ადგილებში მოწევისთვის. უფრო მძიმე დარღვევებზე ჯარიმები გაცილებით მაღალია და შესაძლოა ასობით ათას ევრომდეც გაიზარდოს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მონიკა გარსიას განცხადებით, რეფორმის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და პასიური მოწევის შემცირება. ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, მოწევა ესპანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზია.

კანონპროექტი ამჟამად პარლამენტის განხილვის ეტაპზეა და საბოლოოდ მიღების შემთხვევაში ძალაში ოფიციალურ გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები