LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის დედოფალმა „ზარას“ 99 დოლარიან კაბაში ფურორი მოახდინა

925

ესპანეთის 45 წლის დედოფალმა ლეტიციამ დაამტკიცა, რომ დაბალფასიან ტანსაცმელშიც შესაძლებელია,  საუკეთესოდ გამოიყურებოდე. ფილიპ მეოთხეს მეუღლემ მადრიდის რეზიდენციაში სტუმრებს უმასპინძლა. ამ ღონისძიებისთვის კი „ზარას“ ყვავილების პრინტით გაწყობილ კაბაში გამოეწყო.

იდენტური კაბის შეძენა შესაძლებელია ცნობილ მაღაზიათა ქსელში 99 დოლარად. დედოფალმა კი დაამტკიცა, რომ სამეფო ოჯახის წევრებიც იცვამენ დაბალფასიან ტანსაცმელს, თუმცა, გემოვნებიანად ნებისმიერი ღირებულების ტანსაცმელში შეიძლება გამოიყურებოდე.

კაბას ლეტიციამ ბორდოსფერი ფეხსაცმელი მოუხდინა, მისი მაკიაჟი კი ამავე ფერებისგან შედგებოდა, რამაც საერთო ჯამში საკმაოდ დადებითი ეფექტი გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g