„თუ კატალონიის პარლამენტი ცალმხრივად დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ესპანეთის მთავრობა კანონისა და დემოკრატიის აღსადგენად ზომებს მიიღებს,“ – ამის შესახებ ესპანეთის ვიცეპრემიერმა, სორაია საენს დე სანტამარიამ, განაცხადა.
„შევეცდებით, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაგრამ არავის შეეპაროს ეჭვი: თუ დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, ზომები იქნება მიღებული კანონისა და დემოკრატიის აღსადგენად,“ – განაცხადა სორაია საენს დე სანტამარიამ.
კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ესპანეთის მთავრობა კონსტიტუციის 155-ე მუხლს, რომელიც ავტონომიისთვის სტატუსის შეჩერების საშუალებას იძლევა, ესპანეთის ვიცეპრემიერმა არ გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ კონსულტაციები სხვა პარტიებთან უნდა გაიმართოს.
