LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ნაკრები თბილისშია

148
BeFunky-collage (3)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები, საქართველოსთან გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა.

საქართველო-ესპანეთის მატჩი 28 მარტს 20 საათზე გაიმართება, რომელსაც 15 000 მაყურებელი დაესწრება.

28 მარტს გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ. დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის.

ამავე დღეს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, ღამის 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g