LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის საყურებლად კარვების ქალაქში ეკრანი დამონტაჟდება – მოძრაობა “საქართველოსთვის” კომენდანტის საათის დარღვევას აპირებს  

146
165151149-168870018402272-1495301293945646544-o

დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა “საქართველოსთვის” კომენდანტის საათის დარღვევას აპირებს. როგორც “საქართველოსთვის” წერს, რუსთაველზე, კარვების ქალაქში მოეწყობა მეგობრული გარემო, სადაც ყველა ერთად დიდ ეკრანზე ფეხბურთის მატჩის ყურებას და საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგობას შეძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე დასწრების უფლება მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხალხს შეეძლება.

“უკვე ერთი წელია რაც საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა გადაადგილების უფლება. სამოქალაქო აქტივისტებმა გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე, კარვების ქალაქში მოვაწყოთ მეგობრული გარემო, სადაც ყველა ერთად შევძლებთ ფეხბურთის მატჩის ყურებას დიდ ეკრანზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგობას.

მატჩის დასრულების შემდეგ, დარჩენის მსურველთათვის მოეწყობა კინოჩვენება და სხვა საინტერესო ღონისძიებები. აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28-ში 01:00 საათამდე იმუშავებს.

გელოდებით ყველას 28 მარტს, 20:00 საათზე, პარლამენტთან. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ჩვეულებრივზე ნაკლები – მაყურებლების 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული.

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებენ

პოპულალურები