LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვთხოვ ყველას, მოემზადონ, 2 დღე მოუწევთ სახლში ყოფნა” – კიევში კომენდანტის საათი ამოქმედდა

248
ed060102926da63388094a223a2c1c79

დღეიდან, საღამოს 20:00 საათიდან კიევში ორი დღით კომენდანტის საათი ამოქმედდება – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოქალაქეებს დედაქალაქის მერი აფრთხილებს.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდანტის საათი 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება და იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე.

„ვთხოვ ყველა კიეველს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევთ სახლში ყოფნა”, –  თქვა ვიტალი კლიჩკომ და დასძინა, რომ განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ.

არესტოვიჩი: “ან 2 კვირაში მოვილაპარაკებთ, ან რუსეთს შეტევის მეორე მცდელობა ექნება… ვფიქრობ, კრემლში უკვე ფხიზლდებიან”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები