LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებენ

93
BeFunky-collage

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირები, რომლებსაც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ შეძენილი, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ.

საბჭოს ცნობით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ჩვეულებრივზე ნაკლები – მაყურებლების 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული.

28 მარტს, საფეხბურთო მატჩის გამო, 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ”, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.

პოპულალურები