LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთს ახალი მწვრთნელი ყავს

61

ხუან ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
ლოპეტეგი ლას-როსაში ეროვნული ნაკრების ბაზაზე წარადგინეს.

ამ სპეციალისტის წინა სამუშაო „პორტო“ იყო, საიდანაც იანვარში დაითხოვეს.

ლოპეტეგს ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია. 19 და 21-წლამდელები კი საერთოდ ევროპის ჩემპიონები გახადა.

მოგეხსენებათ, აქამდე ესპანეთს სათავეში მარკიზად წოდებული ვისენტე დელ ბოსკე მთელი რვა წელი ედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g