შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მერვედფინალის წილისყრა შედგა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
შახტარი – ანდერლეხტი
ბაზელი – სევილია
ვილიარეალი – ლევერკუზენი
ბილბაო – ვალენსია
ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი
სპარტა – ლაციო
დორტმუნდი – ტოტენჰემი
ფენერბახჩე – ბრაგა
მატჩები 10 და 17 მარტს გაიმართება.
შემდეგ გზა კი ასეთია:
მეოთხედფინალი: წილისყრა შედგება 18 მარტს, მატჩები გაიმართება 7 და 14 აპრილს;
ნახევარფინალი: წილისყრა 15 აპრილს ჩატარდება, თამაშები 28 აპრილს და 5 მაისს;
ფინალი: ოთხშაბათი, 18 მაისი, სენტ იაკობ-პარკი, ბაზელი