LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო

496
PlayaLaPineda

ესპანეთში, 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ბარსელონაში საქართველოს საკონსულომ იცის ამ ფაქტის შესახებ და ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

შემთხვევა, ესპანეთში ქალაქ ტარაგონაში მოხდა. ოჯახი დასასვენებლად იყო წასული. ესპანური მედიის ცნობით, სანაპიროზე  ქარი და ტალღები იყო. მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა. ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე  დინებამ გაიტაცა.

ტრაგედიის შესახებ ესპანური მედიაც წერს. უბედური შემთხვევა ლა პინედას პლაჟზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g