LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში, ზუსტად ისე დაუფიქრებლად და უყოყმანოდ” – როგორ ეხმაურება გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ექიმი ლევან ჭელიძე?

16315
ჭელიძე

დღეს გუდაურში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არის უცხოელი ტურისტი და ეკიპაჟის 8 წევრი – პილოტები, მაშველები და მედიკოსები.

ფაქტს გამოეხმაურა ექიმი ლევან ჭელიძე, რომლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“Მომხდარი უბედურების შემდეგ, Ბოლო დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში რამდენიმე ასეული ზარი და SMS შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. Პირველი სიტყვები რაც მოვისმინე იყო : “ცოცხალი ხარ?” “რადგან შენი ხმა გავიგე” და ასე შემდეგ…

პირველი რაც მინდა ვთქვა ზოგადად მომხდარი ფაქტის შემდეგ: მნიშვნელობა არ აქვს ვინ იჯდა ან ვინ ვიჯდებოდით იქ, მე ვიჯექი თუ ჩემი მეგობრები და კოლეგები, უბრალოდ დღეს მე და ზოგიერთ ჩემს მეგობარს გაგვიმართლა, სამწუხაროდ გიორგის და ქეთის არა. ძალიან მტკივა ეს ყველაფერი, სიტყვებით ვერასოდეს გადმოსცემ რა გრძნობაა როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მტკივა მაგრამ ამაყი ვარ ჩემი მეგობრებით, ვინც ყველაზე ძვირფასი გასცა საკუთარი პროფესიული ვალის, ადამიანის სიყვარულის და სიცოცხლის გადარჩენის სურვილის უზენაესი წყურვილით, მათ დათმეს სიცოცხლე, იმ მუნდირისთვის რომელსაც ღირსეულად ატარებდნენ დღემდე და ამ საამაყო მუნდირით წავიდნენ სამუდამოდ ჩვენგან. რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში, ზუსტად ისე დაუფიქრებლად და უყოყმანოდ როგორც დღეს გიორგი და ქეთი, ზუსტად ისე დავჯდები ხვალ, ზეგ, მაზეგ და ყოველთვის როცა და სადაც საჭირო ვიქნები მე როგორც ექიმი ან ადამიანი.
Კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ყველა ჩემი კოლეგის და მეგობრის წინაშე, მეამაყებით, მადლობა თქვენ, მადლობა”,- წერს მედიკოსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები