LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ევთანაზია ჩაუტარეს პატიმარს, რომელმაც 4 ადამიანი დაჭრა

231
Untitled design

ესპანეთში, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს, სასამართლოს წინ ევთანაზია ჩაუტარეს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ თავად დამნაშავის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

იუჯინ საბაუმ გასულ წელს 4 ადამიანი დაჭრა, მან ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებსაც, რა დროსაც ორმხრივ სროლაში დაიჭრა, შედეგად კი მას ფეხი მოჰკვეთეს.

პატიმარი ამბობდა, რომ ტრავმის შედეგად მიღებული ქრონიკული ტკივილი მის სიცოცხლეს აუტანელს ხდიდა.

როგორც BBC წერს, სასამართლომ დაუშვა, მამაკაცს სიკვდილში დახმარებოდა.

შემთხვევა 2021 წლის დეკემბერში მოხდა, იუჯინ საბაუმ, რომელიც დაცვის თანამშრომელი იყო, ესროლა სამ კოლეგას, რომელთა შორის ერთი ქალი იყო, გაქცევის მცდელობის დროს მან პოლიცილიც დაჭრა და თავადაც დაიჭრა.

ევთანაზიის შესახებ ესპანეთის ციხის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია, მედიასთან არ საუბრობს საბაუს ადვოკატიც.

შეგახსენებთ, ევთანაზია, რომელიც თავად სუბიექტის სურვილით, სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, ესპანეთში ერთი წლის წინ დაკანონდა.

„მას ერთი ფეხი ამპუტირებული ჰქონდა. ჭრილობები იწვევდა ქრონიკულ ტკივილს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლებით ვერ მკურნალობდნენ. ტარაგონას სასამართლომ დაადგინა, რომ საბაუს ფუნდამენტური უფლება იყო, ამ გარემოებების გათვალისწინებით ევთანაზია მოეთხოვა“, – წერს BBC.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები