LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში კუდიანების შეწყალება დაიწყეს

53
-123019193-mediaitem123019192

კატალონიის პარლამენტმა მე-15-დან – მე-18 საუკუნემდე ალქაჯობისთვის დასჯილი ქალები უდანაშაულოდ ცნო.

BBC-ის ინფორმაციით ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ კატალონიაში კუდიანობის ბრალდებით 1000-მდე ქალი მაინც მოკლეს.

პარლამენტი წინაპრების ცოდვების გამო ბოდიშს იხდის და სურს, რომ მოედნებსა და ქუჩებს მსხვერპლების პატივსაცემად მათი სახელები უწოდოს.

შეგახსენებთ, რომ „ალქაჯები“ უდანაშაულოებად სხვა ქვეყნებმაც აღიარეს. მაგალითად, გერმანიასა და ნორვეგიაში სპეციალური მემორიალები გახსნეს. ხოლო შოტლანდიის პარლამენტი კანონპროექტზე აქტიურად მუშაობს.

რაც შეეხება კატალონიას, რეგიონში ქალებს სჯიდნენ ყველა მიზეზით, იქნებოდა ეს ცუდი მოსავალი, ბუნებრივი კატაკლიზმა თუ უბრალოდ ვიღაცის არასწორი დამოკიდებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები