LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მაშველები ორი წლის ბავშვს ეძებენ

610x99999

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მალაგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში , მაშველები ორი წლის ბავშვს ეძებენ. მცირეწლოვანი 100 მეტრის სიღრმისჭაბურღილში ჩავარდა. უცნობია, ცოცხალია თუ არა ბავშვი. მაშველებმა ჭაბურღილში ჩაშვებული კამერის საშუალებით ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს.

შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. ბავშვის ჭაში ჩავარდნის ამბავი პოლიციას მისმა მამამ შეატყობინა. სამაშველო ოპერაცია კვირას დაახლოებით შუადღეს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

უცნობია, არის თუ არა ჭაბურღილში წყალი. მაშველები ბავშვის ამოსაყვანად გვირაბის გათხრას გეგმავენ, რომლითაც ჭაბურღილს დაუკავშირდებიან. ჭაბურღილის სიგანე მხოლოდ 25 სანტიმეტრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები