LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მესამე დოზით ვაქცინაციის ნებართვა გასცეს

62
1

ესპანეთის ხელისუფლებამ კოვიდვაქცინის მესამე, ე.წ “ბუსტერ-დოზის” გამოყენების ნებართვა გასცა.

შესაბამისმა მარეგულირებლებმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ნებადართულია 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. “ბუსტერ-დოზად” “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინები დაამტკიცეს.

ამ ეტაპზე, ესპანეთში სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 78%.

ბუსტერით იმუნიზაციის პროცესი კი ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g