ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამუშაო კვირის 40-დან 37,5 საათამდე შემცირებას გულისხმობს. ახლა დოკუმენტს პარლამენტში გადაგზავნიან, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წერს euro news.
თუკი კანონს მიიღებენ, ცვლილება შეეხება 12,5 მილიონ დასაქმებულს, რომელთა ხელფასიც უცვლელი დარჩება. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სამუშაო კვირის შემცირება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნები ვალდებული არიან დასაქმებულები კვირაში მაქსიმუმ 48 სამუშაო საათით დააკავონ (ზედმეტი საათების გათვალისწინებთ). ქვეყანათა უმრავლესობაში 40 საათიანი კვირა მოქმედებს, საფრანგეთში მაგალითად – 35 საათი მუშაობენ, დანიაში – 37.
ოთხ დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შემდეგ ვალენსიაში მოქალაქეებს სტრესის მაჩვენებელი 72%-ით შეუმცირდათ, რადგან მათ მეტი დრო გამოუჩნდათ ოჯახებისთვის თუ საყვარელი ჰობით დაკავებისთვის.