ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბარსელონასთან ახლოს მოხდა – სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და შემაკავებელ კედელს შეეჯახა. მედიაში გავრცელებული ცნობითვე, 5 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. სამაშველო სამსახურების განცხადებით, მატარებლიდან ყველა მგზავრი გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ესპანეთში ეს უკვე მეორე სარკინიგზო შემთხვევაა.
18 იანვარს, მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფას მაშინ 39 ადამიანი ემსხვერპლა, 170 ადამიანი კი დაშავდა.
