LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც სმენადაქვეითებულ ადამიანებს მუსიკის შეგრძნების საშუალებას მისცემს

129
prototype-device-allow

ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც სმენადაქვეითებულ ადამიანებს მუსიკის „მოსმენის“ საშუალებას მისცემს. სიახლის შესახებ ინფორმაციას Eurekalert ავრცელებს.

პროტოტიპი წარმოადგენს აუდიო-ტაქტილურ ალგორითმს, რომელიც მუსიკას აღქმადს ვიბრაციების დახმარებით ხდის.
მოწყობილობა არის პორტატიული ბლოკი, რომელიც ტელეფონს უკავშირდება. ამ გზით ადამიანს მისი რეალურ დროში გამოყენება შეუძლია, მათ შორის კონცერტებზე თუ უბრალოდ ტელეფონიდან მუსიკის მოსმენის დროს.

პირველ ექსპერიმენტში მონაწილეობა 50-მდე მოხალისემ მიიღო და თითოეულმა დაადასტურა, რომ მუსიკის ამ გზით „მოსმენა“ მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს.

ამასობაში კი ნიდერლანდებში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომელიც უსინათლოებს ხედვის საშუალებას მისცემს. ჩიპი ტვინში ოპერაციის დახმარებით ინერგება. მოწყობილობა უმნიშვნელო ძალის ელექტრონულ იმპულსებს გამოყოფს და სამყაროს გამოსახულებებს ქმნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები