LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ტურისტები პლაჟზე შეზლონგებისა და ქოლგების დაჯავშნას აპლიკაციით შეძლებენ

106
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ესპანეთში „ჭკვიანი პლაჟების“ ახალი სისტემა ინერგება, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, პლაჟზე მისვლამდე მობილური აპლიკაციით წინასწარ დაჯავშნონ შეზლონგი და ქოლგა, ასევე შეუკვეთონ მზისგან დამცავი კრემი, საკვები და სხვა სერვისები.

აპლიკაცია რეალურ დროში აჩვენებს თავისუფალი შეზლონგების რაოდენობას, პლაჟის ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და იქ არსებულ გასართობ ინფრასტრუქტურას. დაჯავშნის პროცესი ავიაბილეთებისა და კინოთეატრის ადგილების არჩევის პრინციპით იმუშავებს.

პროექტში ჩართულ პლაჟებზე უფასო Wi-Fi იქნება ხელმისაწვდომი, რის მეშვეობითაც დამსვენებლები წყლის ტემპერატურასა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას პირდაპირ აპლიკაციიდან მიიღებენ.

ახალი სისტემა მხოლოდ კომფორტზე არ არის ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანია მასობრივი ტურიზმის მართვა და სანაპიროების დაცვა. თუ კონკრეტულ პლაჟზე ყველა შეზლონგი უკვე დაჯავშნილია, დამატებითი ვიზიტორების მიღება შეიზღუდება, რაც სანაპირო ზოლისა და მისი ეკოსისტემის დაცვას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას პლაჟებზე დამსვენებელთა რაოდენობის შესახებ, რაც გაამარტივებს მაშველების მუშაობის დაგეგმვას, დასუფთავების პროცესს და წყლის ხარისხის მონიტორინგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები