ესპანეთის სამხრეთ რეგიონში, ანდალუსიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 000-მდე ადამიანი.
ხანძრის შედეგად დამწვარია 7 400 ჰექტარი ტერიტორია.
ესპანეთის მთავრობამ მთიან რეგიონში მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად სამხედრო ნაწილიც განათავსა.
გუშინ განხორციელდა ექვსი ქალაქისა და სოფლის ევაკუაცია.
ასევე, გაფრთხილებულია სხვა თემის მოსახლეობაც, რათა რაც შეიძლება მალე დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები.
ხანძარი მაღალმთიანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ცნობილ საკურორტო ქალაქ ესტეპონას მახლობლად ოთხშაბათს გაჩნდა. გარდაცვლილია სასწრაფო დახმარების თანამშრომელი.