LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები

186
სტიქია ესპანეთში

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. აქედან 92 ადამიანი სტიქიას ვალენსიაში ემსხვერპლა.

ესპანეთის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს.

კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე. წყალდიდობის შედეგად ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, განადგურდა ხიდები.

წყალდიდობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. პედრო სანჩესმა ქარიშხალ „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთს საუკუნის ყველაზე მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს.

„ჩვენს ქვეყანას ამ საუკუნის ყველაზე მძიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, სტიქიამ გაანადგურა ხიდები. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს მოვლენა დასრულდა. ვთხოვ კონკრეტულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, დაიცვან უკიდურესი სიფრთხილე და უსაფრთხოების ყველა ზომა, მუდმივად მიაქციონ ყურადღება საგანგებო სამსახურებისა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების რეკომენდაციებს“, – განაცხადა სანჩესმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g