LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური მალაგა ტურისტებით დაიღალა

120
anti-tourist-campaign-RuNsZggJco

ესპანური ქალაქის, მალაგას მოსახლეობა ზედმეტი ტურიზმით ძალიან დაიღალა. სწორედ ამიტომ, ქალაქის ცენტრში ანტიტურისტული პლაკატები გამოფინეს, წერს გამოცემა Sur.

მალაგის ცენტრში სულ უფრო და უფრო მეტი მოწოდება ჩნდება, სადაც ვიზიტორთა შემოტევით დაღლილი ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოხატავენ. საქმე ისაა, რომ ბინების მეპატრონეები ადგილობრივებს გარეთ ასახლებენ, რათა აპარტამენტები ტურისტებს მიაქირაონ.

შენობების ფასადებზე, განსაკუთრებით ისეთებზე სადაც ბინის გაქირავების შესახებ განცხადებაა დატანილი, ათავსებენ პლაკატებს, რომელთა ავტორიც მალაგაში მოღვაწე აქტივისტები არიან. „მოშორდით აქედან!“, „ადრე ეს ჩემი სახლი იყო“, „შენი წყეული სახლი“ და „ადრე აქ ოჯახი ცხოვრობდა“ – მხოლოდ ნაწილია იმ ფრაზებიდან, რომელსაც ადგილზე მისულ ტურისტებს ახვედრებენ.

მასშტაბური პროტესტი კი სოც-ქსელებში დაიწყო. ერთ-ერთი ადგილობრივი გაასახლეს ბინიდან, სადაც წლები გაატარა. მიზეზი კი ტურისტებზე მორგებული გარემოს შექმნა და მეტი ფულის გამომუშავება იყო.

„ჩვენ ტურისტებს ნამდვილად არ ვერჩით. უბრალოდ გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს ღირსეულ სახლში, მისაღებ ფასად ცხოვრების უფლება“ – წერდა პოსტის ავტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები