ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ მიღებულ უსამართლო განაჩენს ეხმაურება. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
„ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განჩინების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Estonia🇪🇪 strongly condemns the decision of the occupation regime in Tskhinvali to extend the illegal detention of #GE 🇬🇪citizen Zaza Gakheladze by 12+ years. According to 21 Jan #ECHR judgement, #Russia bears responsibility for grave #humanrights violations. pic.twitter.com/65V3KHNu2x
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) February 5, 2021