LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთი შიმშილთან სპეციალური საბარათე სისტემით იბრძოლებს

163
ესტონეთი

მსოფლიოში, სადაც სიღარიბე და შიმშილი კვლავაც დიდი გამოწვევაა, ესტონეთმა ამ პრობლემებთან გასამკლავებლად და საკუთარ მოქალაქეებზე უფრო მეტად საზრუნავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, კერძოდ, ესტონეთის სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ძირითადი საკვები და პირველი მოხმარების პროდუქტების შეძენის საშუალება არ აქვთ, სპეციალური საბარათე სისტემა ამოქმედდა.

დაბალი შემოსავლის მქონე თითო პირზე ერთი ბარათია განკუთვნილი, ერთი ბარათი ეკუთვნის სოციალურად დაუცველ ოჯახსაც. ბარათზე კვარტალში ერთხელ 30 ევრო დაირიცხება. გამოყოფილი თანხა კვარტლის დასრულებამდე უნდა გაიხარჯოს, ნაშთი შემდეგ კვარტალში არ გადადის. აღნიშნული ბარათების გამოყენება სუპერმარკეტების ქსელში Rimi იქნება შესაძლებელია, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთი უმსხვილესია.

აღსანიშნავია, რომ საბარათე სისტემის შემოღებამდე ესტონეთის მოქალაქეები დახმარების სახით სასურსათე პაკეტებს იღებდნენ. საბარათე სისტემის ამოქმედების მთავარი მიზანი არა მხოლოდ შიმშილთან ბრძოლა, არამედ მოქალაქეებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის არჩევანის თავისუფლების შენარჩუნებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები