ესტონეთში მკაცრი ლოკდაუნი დაიწყო, თუმცა ამჯერად მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვინც Covid-19-ის ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს. ხელისუფლებამ იძულებითი ვაქცინაციის ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ამიერიდან ქვეყნის არავაქცინირებული მოქალაქეები შესვლას მხოლოდ პროდუქტის მაღაზიაში შეძლებენ. ასევე ოფისშიც, თუკი ამის უფლებას მათ დამსაქმებელი მისცემს. კაფე-ბარები, რესტორნები თუ სხვა გასართობი დაწესებულებები კი მხოლოდ აცრილი ადამიანებისთვის იმუშავებს.
ახალი ნორმა უკვე ამოქმედდა და დასაწყისისთვის 2022 წლის 10 იანვრამდე იქნება ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მონაცემებით კორონავირუსის ვაქცინა ესტონეთის მოსახლეობის 60%-ს აქვს გაკეთებული.
ამასობაში იტალიაში კოვიდ-პასპორტების შემოღებას აპროტესტებენ. საქმე ისაა, რომ აცრის სერტიფიკატის გარეშე მუშაობას ვერავინ შეძლებს. დამსაქმებლებს აუცრელი თანამშრომლების გათავისუფლებას არავინ ავალდებულებს, თუმცა ასეთ ადამიანებს ვერც სამსახურში დაუშვებენ.