ესტონეთის ერთ-ერთ ტბაში მუშებმა ძაღლი დაინახეს და მის გადასარჩენად წყალში ჩახტნენ. მათ გაყინული ცხოველი წყლიდან ამოიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მგელი გადაარჩინეს.
2 დღიანი მკურნალობის შემდეგ მგელი გამოჯანმრთელდა და ვეტერინარებმა ის ბუნებაში დააბრუნეს. სწორედ მგელი აირჩიეს შარშან ესტონეთის ეროვნული ცხოველის სიმბოლოდ.
