LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ: თამარ კორძაია

53
თამარ კორძაია

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე არცერთ ფრაქციაში არ გეგმავს“. მისივე განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

კორძაია განმარტავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განაგრძობს.

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა

„მეათე მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისაუბრო. ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ. მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, რადგან ვითარება უფრო რთულია და ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანის უფლება ეჭვქვეშ დგას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი. ვთვლიდი და ვთვლი, რონ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ პოლიტიკური კრიზისის შედეგად შედგა შეთანხმება და ამ შემოდგომაზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება არ იყო ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. ესაა ძირითადი მიზანი და ვეცდებით, ეს დავანახოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე „თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ შედის გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში“, კორძაია პასუხობს, რომ: „ნიკა მელიას დაჭერით, კომპრომისების გზა მოვიდა“.

„ჩვენ შემოვედით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, მთელი ევროპა ჩაერია და დაინახა, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობს ოპოზიციაზე და მოქალაქეებზე. დაინახა თვალნათლივ ნიკა მელიას დაჭერით და ამის შემდეგ უკვე მოვიდა კომპრომისების გზა. ჩემთვის ამაზე პასუხი გაცემა ნამდვილად რთულია, რადგან იმ უმცირესობაში ვარ, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა“, – აღნიშნა კორძაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g