LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ… პანდემიის დროს ქართველი მომხმარებელი გვერდით, რომ დაგიდგება და შენი სამოსით ივლის, დიდი ბედნიერებაა: ავთანდილ ცქვიტინიძე

190
ავთანდილ ცქვიტინიძე

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს, რაც მის საქმიანობაზეც აისახა. ცქვიტინიძის განცხადებით, მისი კომპანია ფუნქციონირებას აგრძელებს, რაც ქართველო მომხმარებლების დამსახურებაა.

„ჩვენთვის იდეალური ვერსია ის არის, რომ კომპანია განაგრძობს ფუნქციონირებასა და განვითარებას, ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ. ისეთი მოცემულობა იყო, ყველაფერი გაჩერდა, მსოფლიომ სვლა შეწყვიტა, ტურიზმი, ბიზნესი, შესყიდვები – ყველაფერი გაიყინა და მოდა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ამ სიტუაციაში, ქართველი მომხმარებელი გვერდით რომ დაგიდგება და შენი სამოსით ივლის, დიდი ბედნიერებაა. მე ქართველი მომხმარებლის, ქართველი ხალხის თვალწინ გავიზარდე, ჩემი ემოციებით, შრომითა და ჩემი საქმისადმი გულწრფელი სიყვარულით მიცნობენ და ამ პერიოდში, რაღაცნაირად, დამიბრუნდა ეს სიყვარული. დიდი სიხარული იყო, როდესაც ვხედავდი, პანდემიის დროს როგორ ატარებდნენ ქართველები “ავთანდილის” სამოსს, ჩემთვის ეს ბევრის მთქმელია. მათ, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს“, – აცხადებს ცქვიტინიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g