LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავიდა 20 წელი… ბადრიკომ გვითხრა: მოდი, არ იყოს ეს სტანდარტული ქორწილი…“ – რას იხსენებს ავთანდილ ცქვიტინიძე პომპეზურ ქორწილზე, რომელზეც დღესაც საუბრობენ

420
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, უკვე წლებია ქვეყნის საზღვრებს გარეთაც არ კარგავს აქტუალობას. მუდმივად განხილვის საგანია დიზაინერის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ მისი პირადი ცხოვრებაც. ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თოთლაძეა, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

უკვე 20 წელი გავიდა, რაც ავთანდილ ცქვიტინიძე და ხათუნა თოთლაძე დაოჯახდნენ. მათ ერთ ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.

დიზაინერმა გადაცემაში „შუადღე“ კიდევ ერთხელ გაიხსენა ქორწილი, რომელზეც დღემდე საუბრობენ.

„ეს [ქორწილი] იმ პერიოდში რაღაც მოვლენასავით იყო. არ გვინდოდა სტანდარტული ქორწილი ყოფილიყო. როდესაც ოჯახის წევრები შევიკრიბეთ, ბადრიკომ [ბადრი პატარკაციშვილი], ასე ვეძახდით ოჯახში, მითხრა, რომ მოდი, არ იყოს ეს ჩვეულებრივი სტანდარტული ქორწილი, მითხრა, ჯერ ქუჩაში გადით, შემდეგ ლაღიძის წლებში ჩადით.. ძველი მანქანებით გავისეირნეთ თბილისში, შემდეგ ბავშვთა სახლში წავედით და მათ საჩუქრები დავურიგეთ.. შემდეგ რიტუალების სასახლეში მივედით და ასევე, მთაწმინდის პარკში. როგორც კი ეს იდეა გაჟღერდა, ჩემი მეგობრები ჩაერთნენ, დავაორგანიზეთ.. აჩიკო მეფარიძემ თავის თავზე შოუბიზნესის თემა აიღო..

ავთანდილ ცქვიტინიძის და ხათუნა თოთლაძის სიყვარულის ისტორია და ქორწილი

???‍♀️?? ავთანდილ ცქვიტინიძის და ხათუნა თოთლაძის სიყვარულის ისტორია და ქორწილი, რომელზეც დღემდე საუბრობენ

ავთანდილ ცქვიტინიძის და მარიამ სანოგოს ინტერვიუ

მარიამ ტაბატაძის რუბრიკა “ჩვენი ქორწილი”

Posted by შუადღე • Shuadge on კვირა, 21 იანვარი, 2024

ლელა წურწუმია, მამულიჩა, ყველა, ტელევიზიის, შოუბიზნესის, მოდის სამეგობრო იყო ჩართული.. საოცრება ხდებოდა, ყველა არხი აშუქებდა ამ ქორწილს..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები