ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი, რუსთავი2-ის გადაცემაში „შუადღე“ მეუღლეზე საუბრობს.
მისი თქმით, მეუღლე მისთვის არა მხოლოდ ცხოვრების პარტნიორი, არამედ ძლიერი მხარდამჭერი და მოტივაციის წყაროა.
„დაუსრულებლად შემიძლია მასზე საუბარი. სულ გვერდში მიდგას, სულ ერთად ვართ – ვარჯიშზეც, სახლში მოსულები ერთად ვამზადებთ საჭმელს, ვალაგებთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. საქმეებს ვინაწილებთ. ვარჯიშზეც სულ გვერდში მიდგას, თვითონაც მავარჯიშებს… ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა მისი გვერდში დგომა“, – აცხადებს ლიპარტელიანი.