LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეთნო რალი” – ქართული ინოვაციური პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს (ვიდეო)

594
789

დღეს, 7 თებერვალს ინოვაციური პროექტის, “ეთნო რალის” პრეზენტაცია გაიმართა. “ეთნორალი” ქართული ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზით შექმნილი პროექტია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა 8-დღიან სამოყვრულო, სათავგადასავლო რბოლაში ჩაერთოს. რბოლა გაიმართება საქართველოს რვა მხარეში: იმერეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, თუშეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი.

“ეს გახლავთ არასტანდარტული ტური საქართველოს განსხვავებულ რეგიონებში. მის ფარგლებში გაივლით ისეთ გზებს, რომელიც მეტად გაგაცნობთ და დაგაახლოებთ კუთხეების ფოლკლორს, ადათსა და უნიკალურ კულტურას; მოინახულებთ საქართველოს უძველესი ისტორიის მემატიანე ძეგლებს; შეძლებთ ადგილზე გაეცნოთ ღვინის კულტურისა და კულინარიის რეგიონულ თავისებურებებს”, – ახადებს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

სამოყვარულო რალის სტარტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია.

ქართული „ეთნო რალით“ ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში დაინტერესდნენ.

პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გიორგიძე და ალექსანდრე პაიკიძე არიან.

ინოვაციური პროექტი 2020 წლის 13-20 ივლისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g