LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EU აპირებს, ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პასპორტები არ აღიაროს

72
russian pasport

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ დოკუმენტებს. ამის საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია ევროპარლამენტში დაიწყება. ინფორმაციას ევროპის საბჭოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს უკავშირდება. კერძოდ, იმას, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას პასპორტებს ურიგებს და ამას სისტემური ხასიათი აქვს.

ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ან იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული დოკუმენტები არ იქნება ვალიდური შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადასაკვეთად.

“ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ. ასევე რუსეთის პრაქტიკაზე, ოკუპირებულ რეგიონებში გასცეს რუსული პასპორტები. ასევე, რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g