LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„EU საქართველოს მოუწოდებს, რუსეთისთვის ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს“ – პიტერ სტანო

138
პიტერ სტანო

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს“, – აღნიშნულის თაობაზე ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლის შესახებ „ნეტგაზეთის“ კითხვას წერილობით უპასუხა.

გამოცემასთან სტანომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა რუსეთმა მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

„ვიცით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ავიაციას და აკრძალა ფრენები რუსეთის მიმართულებით, რუსეთიდან ან მის გავლით.

კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: „რუსეთის ფედერაციაში 800 ათასი ქართველი ცხოვრობს.. თუ ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება – ჩვენ მივესალმებით“

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნოს სიფხიზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ.

ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას.“ – განაცხადა პიტერ სტანომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები