პოლიტიკური პარტია „ძალა ერთობაშიას“ წევრი, მამუკა გამყრელიძე, კოვიდინფიცირებული შვილის შესახებ წერს.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გოგონა სამკურნალოდ კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, მაგრამ იქიდან უშვებენ.
როგორც ის აღნიშნავს, მისი კოვიდინფიცირებული შვილი, რომელსაც სიცხეც აღენიშნებოდა, წვიმაში გარეთ დახვდა.
“ჩემს ქალიშვილს ცოვიდ-19 დაუდასტურდა. იზოლაციის მიზნით ჩვენი მეგობრების სასტუმროში გადავიდა. იმ სასტუმროში, რომელიც სწორედ კოვიდ-იზოლაციის პროგრამაშია ჩართული. ახლა ურეკავენ ჯანდაცვის სამინისტროდან და ეუბნებიან უნდა წახვიდე ამ სასტუმროდან და იქ გადახვალ სადაც ჩვენ გიბრძანებთო !!!
ჯანდაცვის სამინისტრომ სასტუმროს დაურეკა და გაუშვით ქუჩაშიო !!!
დედას გიტირებთ ყველას ჩემს შვილს ვინც შეეხება !!!! ქუჩაში აგდებთ ავადყოფს?!
ვდგევარ სასტუმროსთან და ველოდები როდის გაირკვევა სიტუაცია. ქალიშვილი, სიცხიანი წვიმაში და სიცივეში გარეთ დამხვდა !!! ახლა, ისევ სასტუმროს ხელმძღვანელობამ გამოიჩინა გულისხმიერება (მადლობა მათ დიდი) და ფოიეში დასვეს ადამიანი. ველოდები კვანძის გახსნას.
კოკუჩი ტიკარაძეს რა უნდა ვუთხრა ? მაგას თავისი გაჭირვება ეყოფა, ერთი შტერი გოგო დასვეს იქ, სადაც არ უნდა იყოს. გაირკვევა რამ და დავწერ. დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის !”-წერს მამუკა გამყრელიძე.