LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ერთიანობა: მამუკა გამყრელიძე

184
1605200339-197449

„საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ერთიანობა“,-ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ექსპერტმა მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა 72 პოლიტიკოსის, მათ შორის ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტებისა და სხვა პოლიტიკური მოღვაწეების მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთობლივი ღია წერილის გავრცელებას.

ექსპერტის თქმით, საქართველო ნელ-ნელა უფრო აქტიურად უნდა გამოჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე.

70-ზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

„ასეთი მხარდაჭერა საქართველოსთვის, ევროპარლამენტარების ერთიანობა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ოპოზიციისთვისაც. ვფიქრობ, რომ ქვეყანა უფრო აქტიურად უნდა გამოჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე და ამის მაჩვენებელიც არის აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 72 პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთობლივი ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა.

პოპულალურები