Eurowings დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას გააგრძელებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 17 აპრილიდან განაახლებს.
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 17 აპრილიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო 5 მაისიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში კი კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. როგორც „ავიანიუსი“ წერს, Eurowings თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს გერმანიის ქალაქ შტუტგარტიდანაც.
შეგახსენებთ, Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა.