LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Eurowings-ის გერმანიიდან საქართველოსკენ არარეგულარული ფრენების გრაფიკი ცნობილია

124
ავია

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia ცნობით, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი რეისებს ბერლინიდან და დიუსელდორფიდან შეასრულებს.

სპეცნებართვის საფუძველზე რეისი ბერლინი-თბილისი-ბერლინი კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს, 8 დეკემბრიდან 15 იანვრამდე და 26 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში შესრულდება, დიუსელდორფიდან ფრენები კი კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ Eurowings-ი საქართველოს მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე რეგულარულ ფრენებს არ ასრულებს, ზაფხულში კი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები